ევროპარლამენტარის რაფაელ გლუკსმანის განცხადებით, საქართველოსთვის ევროპული გზის შესანარჩებლად აუცილებელია ქვეყანაში სამართლიანი არჩევნები ჩატარდეს.
ევროპარლამენტარის თქმით, აუცილებელია ასევე 8 მარტის შეთანხმება ბოლომდე მივიდეს.
"ვფიქრობ, ჩვენს ტვიტერებს და ევროპარლამენტის სხვა აქტივობებს აქვს შედეგი, მაგალითად უგულავას და ოქრუაშვილის შეწყალების კუთხით. შეთანხება არ არის ბოლომდე შესრულებული და მინდა შევახსენო საქართველოს მთავრობის წევრებს, რომ მომავალი არჩევნები არის ლაკმუსის ტესტი საქართველოს ევროპული გზისთვის. ამიტომ, თქვენ ვალდებული ხართ იყოთ თავისუფალი და სამართლიანი პოლიტიკოსების დევნაზე. ეს არჩევნები უნდა იყოს თავისუფალი და სამართლიანი, ეს არის ის, რაც საჭიროა ევროპული გზისთვის“, - განაცხადა რაფაელ გლუკსმანმა.