გენერალურმა პროკურატურამ განათლების ყოფილი მინისტრის გია ნოდიას მოადგილე ალექსანდრე ჩიკვაიძე დააკავა. საქმე ეხება 2008 წელს განათლების სამინისტროში აღმოჩენილ დარღვევებს. ალექსანდრე ჩიკვაიძეს ბრალი ედება ქრთამის აღებასა და სამსახურეობრივი მოვალეობის ბოროტად გამოყენებაში.
ალექსანდრე ჩიკვაიძემ კორუფციული გარიგება დაამყარა შპს "ვლაზის" ხელმძღვანელთან. გამოძიების ინფორმაციით, ჩიკვაიძემ შუამავალი ქალის დახმარებით შპს "ვლაზის" ხელმძღვანელისგან ქრთამის სახით აიღო 40 ათასი ლარი და სანაცვლოდ შეჰპირდა, რომ სამნისტროს მიერ გამოცხადებულ ტენდერში, რომლებიც საჯარო სკოლების რებილიტაციას ითვალისწინებდა, მისი კომპანია გაიმარჯვებდა.
ამის შემდეგ ჩიკვაიძემ შპს "ვლაზს" ერთპიროვნულად მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, 700 ათასი ლარი გადაურიცხა. თავის მხრივ შპს "ვლაზის" ხელმძღვანელმა 500 ათასი ლარი მიითვისა და მხოლოდ 200 ათასი ლარის სარემონტო სამუშაოები ჩაატარა.
გამოძიება ჩიკვაიძეს მეორე საქმეზეც ედავება, სამართალდამცავების ინფორმაციით, ნოდიას მოადგილემ მინისტრთან შეუთანხმებლად საკუთარ დის ქმარს, რომელიც სხვა კომპანიაზე იყო ამოფარებული, უკანონოდ მილიონ რვაასიათასიანი კონტრაქტი გაუფორმა.
ალექსანდრე ჩიკვაიძეს ბრალი უკვე წაიყვანეს. ყველა პირი, რომელიც საქმეში ფიგურირებდა უკვე დაკავებულია.