ისანი-სამგორი რაიონის გამგეობის ერთ-ერთი წევრი ინდირა ვიბლიანი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს
ის 6500 ლარის საფასურად უკანონოდ გასცემდა აივნების მიშენების ნებართვას.
ვიბლიანი ქრთამის აღების დროს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიეობო სამსახურმა დააკავა.
ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.
ვიბლიანს ბრალი ედება 338-ე მუხლით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე.