სენაკის რაიონში, მდინარე ცივში დამხვრჩვალი 70 წლის არველოდ ბახტაძის პოვნა ვერ ხერხდება.
მოხუცს საქონელი მიყავდა საძოვარზე, როდესაც მდინარემ წაიღო.
შემთხვევა დღეს დილით მოხდა. სამაშველო სამსახური ამ დრომდე აგრძელებს სამძებრო სამუშაოებს.
მათი თქმით, ინტენსიური ძებნა მიმდინარეობს დღეს დილიდან, თუმცა უშედეგოდ.
მაშველებთან ერთად ძებნის პროცესში გარდაცვლილის ნათესავები და მეზობლებიც არიან ჩარეულნი.