ქალაქ რუსთავში ინტოქსიკაციის შემთხვევა დაფიქსირდა.
სოკოთი მოწამვლის შედეგად ერთი ოჯახის 6 ადამიანი მოიწამლა.
ისინი ამჟამად რუსთავის სახელმწიფო საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.
ექიმების თქმით, მათი მდგომარეობა სტაბილურია და მათ სიცოცხლეს არანაირი საფრთხე არ ემუქება.
მოწამლულებმა სოკო კოჯრის ტყეში დაკრიფეს.