79 წლის სარა ასლანოვამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
თბილისის სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, დღეს დილით ცხელ ხაზე შეტყობინება შევიდა, რომ მდინარე მტკვარში ქალი გადახტა.
ადგილზე მისულ მაშველებს იგი უკვე გარდაცვლილი დახვდათ.
ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა თვითმკვლელობის მიზეზი.
მიმდინარეობს გამოძიება.