ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ 11 მარტს კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა. ამ დღიდან, მსოფლიოს მასშტაბით ხელისუფლებებმა მიმართეს სხვადასხვა ძალისხმევას, რათა თავიდან აიცილონ კორონავირუსის გავრცელება.
დაწესდა სამოგზაურო შეზღუდვები, დაიხურა სკოლები და უნივერსიტეტები, კომერციული ობიექტები.
მრავალმა ქვეყანამ გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა და კარანტინი.
ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები მოუწოდებენ მოსახლეობას, სახლები მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში დატოვონ, მოერიდონ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს და დაიცვან სოციალური დისტანცია.
ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის მიღებულმა საგანგებო ზომებმა მთლიანად თავდაყირა დააყენა მსოფლიო წესრიგი.
ფოტო გადაღებულია 2020 წლის 14 მარტს და მასზე ალბანეთის დედაქალაქ ტირანას მთავარი გამზირია ასახული
ადამიანები ინარჩუნებენ დისტანციას, როგორც უსაფრთხოების ზომას, მილანის სუპერმარკეტთან არსებულ რიგში. ფოტო გადაღებულია 11 მარტს.
ბებია და შვილიშვილი ცდილობენ გაერკვნენ ონლაინგაკვეთილის ინსტრუქციებში. ვუდინვილი, ვაშინგტონის შტატები. ფოტო გადაღებულია 11 მარტს.
კაცი რომის ერთ-ერთ ყველაზე ხალხმრავალ ქუჩაზე, ვია დელ კორსოზე. ფოტო გადაღებულია 12 მარტს. იტალიაში დაიხურა თითქმის ყველა ობიექტი, აფთიაქებისა და სურსათის მაღაზიების გარდა.
რაგბის მატჩს, რომელიც გულშემატკივრების ნაკლებობას არასდროს განიცდის, მხოლოდ რამდენიმე მაყურებელი ესწრება. ოკლენდი, ახალი ზელანდია. ფოტო გადაღებულია 14 მარტს.
ერაყის ერთ-ერთი ყველაზე დიდი და ხალხმრავალი ბაზარი კარანტინის გამოცხადების შემდეგ. მოსული, ერაყი. ფოტო გადაღებულია 14 მარტს.
ცარიელი ქუჩა მანჰეტენზე, ნიუ იორკი, ფოტო გადაღებულია 15 მარტს.
ოჯახის ექიმი სატელეფონო კონსულტაციას უწევს პაციენტს, მას შემდეგ რაც იტალიის მთავრობამ ქვეყანაში უპრეცენდენტო შეზღუდვები დააწესა. ლივორნო, იტალია. ფოტო გადაღებულია 13 მარტს.
პალერმოს ოპერის სახელმწიფო თეატრის დარბაზი. ფოტო გადაღებულია 12 მარტს, სწორედ იმ დღეს, როდესაც ხელისუფლებამ გააძლიერა საკარანტინო წესები და ქვეყანაშაი შეწყდა ყველა კომერციული ობიექტის საქმიანობა, გარდა აფთიაქების, სასურსათო მაღაზიების, ბენზინგასამართი სადგურების, თამბაქოს მაღაზიებისა და პრესის ჯიხურებისა.
პროფესორი ატარებს ონლაინლექციას კატანიის უნივერსიტეტის ცარიელ აუდიტორიაში. ფოტო გადაღებულია 12 მარტს.
ადამიანები მარიხუანის შესაძენად გრძელ რიგში დგანან. ამსტერდამი, ნიდერლანდები. ფოტო გადაღებულია 15 მარტს.
ასობით ადამიანი დგას სუპერმარკეტის რიგში, ნოვატო, კალიფორნიის შტატი. ფოტო გადაღებულია 14 მარტს.
სუპერმარკეტის ტუალეტის ქაღალდებისა და ხელსახოცების განყოფილება სრულად დაცარიელდა არიზონის შტატში. ფოტო გადაღებულია 13 მარტს.
პარიზი, ცარიელი რივოლის ქუჩის ხედი. ფოტო გადაღებულია 15 მარტს.
მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და ხალხმრავალი ლუვრის მუზეუმი. ფოტო გადაღებულია 15 მარტს, მას შემდეგ, რაც მუზეუმის დახურვის შესახებ გახდა ცნობილი.
ყვავილები, რომლებიც ბაზრობაზე გასაყიდად უნდა გაეტანათ, განადგურებას ელიან. აალსმერი, ნიდერლანდები. ფოტო გადაღებულია 16 მარტს.
დაღლილი ექთანი ისვენებს ღამის ცვლაში კრემონას საავადმყოფოში, იტალიაში. ფოტოს, რომელიც 8 მარტს არის გადაღებული, სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
მამა ალესანდრო პაგლიარი საკვირაო მესას ატარებს ღია სივრცეში, რათა თავიდან აიცილოს კორონავირუსის გავრცელების საფრთხე. რომი, იტალია. ფოტო გადაღებულია 8 მარტს.
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, დეზინფექციას ატარებენ აია სოფიაში, სტამბოლში. ფოტო გადაღებულია 13 მარტს.
ვაშინგტონის მეტროს ცარიელი სადგური, კოლუმბიის ოლქი. ფოტო გადაღებულია 13 მარტს.
რომის პაპი ფრანცისკე ლოცულობს მსოფლიოს გადარჩენისთვის, წმინდა პეტრეს მოედანი, ვატიკანი