შეერთებულ შტატებში დაკავებული ჰაკერების პირველი სასამართლო პროცესი გაიმართა.
მანჰეტენის სასამართლომ რუსეთის ორი მოქალაქის საქმე განიხილა, რომელთაც ამერიკელების საბანკო ანგარიშებიდან თანხის უკანონო მოხსნაში ედებათ ბრალი.
არსებული ინფორმაციით, რუსეთის მოქალაქეებს 10 თვიანი პატიმრობა მიესაჯათ, ასევე ჯარის სახით 38 ათასი ამერიკული დოლარის გადახდა დაეკისრათ. ორივე დაკავებულმა დანაშაული აღიარა.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ში ვირუსების მეშვეობით საბანკო ანგარიშებს გატეხვის ბრალდებით რამდენიმე დღის წინ 19 ჰაკერი დააკვეს. ანალოგიური ბრალდებით ჰაკერები დიდი ბრიტანეთის პოლიციამაც დააკავა, გავრცელებული ინფორმაციით მათი უმრავლესობა ყოფილი საბჭოთა ქვეყნების მოქალაქეები არიან, მათ შორის ერთი ქართველია.