სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს გლდანისა და ნაძალადევის ტერიტორიული სამსახურები გაერთიანდა. 11 ოქტომბრიდან აღნიშნული ოფისი თბილისში, ცოტნე დადიანის ქ. #34-შია განთავსდება.
ამ დრომდე სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს გლდანის სამსახური თბილისში სარაჯიშვილის გამზ. #3-ში მდებარეობდა.
სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს გლდანი-ნაძალადევის ტერიტორიულ სამსახურს ჯაბა შარვაძე უხელმძღვანელებს.
ოფისი აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკითა და ავეჯით. მოქალაქეები ერთსა და იმავე ადგილზე, ერთი ფანჯრის პრინციპით მიიღებენ: დაბადების, პირადობის მოწმობებს, პასპორტებს, მოქალაქეობის საკითხებთან დაკავშირებულ დოკუმენტებს და სხვა საბუთებს.