ქართველი კანონმდებლები ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის საშემოდგომო სესიაზე დასასწრებად სიცილიაში გაემგზავრნენ.
საქართველოს საპარლამენტო დელეგაციას ვიცე-სპიკერი გიგი წერეთელი ხელმძღვანელობს. სესია 8 დან 11 ოქტომბრის ჩათვლით სიცილიაში, პალერმოში გაიმართება და მასში 50 ზე-მეტი ქვეყნიდან 200-ზე მეტი პარლამენტარი მიიღებს მონაწილეობას.
საშემოდგომო სესიის დღის წესრიგში ძირითადად ორგანიზებულ დანაშაულთან, კორუფციასთან და ტრეფიკინგთან ბრძოლის საკითხების განხილვაა შესული.
"10 წელი შესრულდა პალერმოს ცნობილი კონვენციის მიღებიდან, რომელიც კორუფციას შეეხება. პალერმო ერთ-ერთი ის სიმბოლური ადგილია სადაც გაიმართა დიდი ბრძოლა მაფიის წინააღმდეგ და მე ვფიქრობ, რომ თუ რომელიმე ქვეყანას შეუძლია ამ 10 წლის თავზე შედეგებზე ისაუბროს კორუფციასთან და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლაში საქართველო არის ერთ-ერთი პირველი", _ აცხადებს გიგი წერეთელი.