საქართველოს რკინიგზა დღეს აფეთქებას გადაურჩა.
ზუგდიდი-სენაკის სარკინიგზო მაგისტრალზე 1 500 გრამი ტროტილი იპოვეს.
ასაფეთქებელი მოწყობილობა სოფელ ჭალადიდის სადგურში იყო დამონტაჟებული.
ეს ის მაგისტრალია, რომელსაც ყოველდღიურად ათობით სარკინიგზო შემადგენლობა გადის და ფოთის პორტიდან ტვირთი დანარჩენ საქართველოში გადააქვს. ამ დროისათვის განაღმვითი სამუშაოები უკვე დასრულებულია.
საქართველოს რკინიგზაზე მოძრაობა სრული დატვირთვით აღდგა.
ტროტილი სადგურში დღეს გამთენიისას იპოვეს.
სპეცსამსახურები მთელი ღამის განმავლობაში შემთხვევის ადგილზე მუშაობდნენ.
სარკინიგზო ლიანდაგის გარდა ასევე შემოწმებულია მიმდებარე ტერიტორია.
საეჭვო მოწყობილობა სადგურზე ერთ ერთმა ადგილობრივმა შენიშნა და სამართალდამცველებს აცნობა.