თბილისის საქალაქო სასამართლომ განიხილა თბილისის პროკურატურის შუამდგომლობა, ~პასაჟისა~ და ~კიდობანის~ 37 ბრალდებული ინდმეწარმის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შესახებ.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" თბილისის საქალაქო სასამართლოდან აცნობეს, სასამარლთომ წარმოდგენილი შუამდგომლობებისა და მხარეთა განმარტებების მოსმენის შემდგომ ბრალდებულ პირთა მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით ძირითადად გამოიყენა - გირაო 5000 ლარამდე, ორ შემთხვევაში გირაო - 10000 ლარამდე და მხოლოდ 8 პირის მიმართ გამოყენებულ იქნა პატიმრობა.
დღეს სასამართლომ სულ 37 ბრალდებულის ელენე გოხაძის, ლილი კარაპეტიანის, სამსონ სარიშვილის, ნინო ასაბაშვილის, ნანული ხარბედიას, გიული გეგეშიძის, ეკატერინე ჟღენტის, ქეთევან ბურნაძის, ლაშა სიმსივეს, ზურაბ კასრაძის, თამარ ნებაძის, თინათინ ბედიანიძის, ლალი სოფრომაძის, ეკატერინა ჩოხელის, ნინო გიორგობიანის, ნანა ბასილაძის, ოლგა პარიკოჟას, თამარ მარნიშვილის, მაკა გუბელაძის, ინგა ხუსკივაძის, ნინო ლორთქიფანიძის, ნინო კუხალაშვილის, ხათუნა სამარგულიანის, ნიკოლოზ მინდიაშვილის, რომან ტალაბაძის, ზაალ კვირიკაძის, ვალენტინა ლაზარევას, თეა ნინუას, ზურაბ ჩაგარიძის, გელა ჩიკვილაძის, ანჟელა ეგიზარიანის, ლინერი ჩაჩანიძის, ზვიად დავითიძის, მიხეილ ხანუკაევის, თეონა რამიშვილის, აკაკი ფიფიას და ინგა გათენაძის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების შესახებ შუამდგომლობები განიხილა.
პროცესი ორ ნაწილად ჩატარდა. ნაწილის საქმე მოსამართლე ვაჟა ფუხაშვილმა, მეორე ნაწილის კი ტარიელ ტაბატაძემ განიხილა. ინდმეწარმეებს ბრალი ედებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა,, ქვეპუნქტით გათვალოსწინებული დანაშაულის ჩადენაში, რაც ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტების გამოყენებას გულისხმობს. დანაშაული ჯარიმას, ან 4-დან 7-წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
ინდმეწარმეებთან ერთად განიხილეს შპს ~ტრანსის~ სამი თანამშრომლის საქმეც. ყველა მათგანი 4-5 ოქტომბერს სპეცოპერაციის შედეგად დააპატიმრეს.