2010 წლის 8 თვის მონაცემებით საქართველოში ნარკოტიკების კონტრაბანდისა და რეალიზების ფაქტებმა მოიმატა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, ნარკოტიკული ნივთიერებების უკანონო ბრუნვის საერთო მაჩვენებელი, გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით, 14.2% (3544 შემთხვევა) დაბალია.
მომატებულია ნარკოტიკების კონტრაბანდა 36.8% (25 შემთხვევა) და ნარკოტიკების რეალიზაცია 60.3%. სულ დაფიქსირებულია 109 შემთხვევა
ამასთან, შს სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 8 თვის განმავლობაში ნარკოტიკების შემცველის მცენარეების უკანონო დათესვის 110 შემთხვევა გამოვლინდა, რაც გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 8.9% არის გაზრდილი.