საქართველოში პირველი თოვლი მოვიდა.
თოვლი ყაზბეგის რაიონში მოვიდა, რომლის საფარმაც 10 სმ. შეადგინა.
ნაადრევად მოსული თოვლის გამო მწყემსები ცხვრის ფარების საზამთრო სადგომში გადაყვანას ვერ ახერხებენ.
ამასთან, მოსახლება ბუნებრივი აირის მიწოდებას ხელისუფლებისგან დროზე ადრე ითხოვს.
როგორც ცნობილია, ყაზბეგის რაიონს ბუნებრივი აირი 15 ნოემბრიდან მიეწოდება.