გურიის სამხარეო შ.ს. მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა განზრახ მკვლეობაში ეჭვმიტანილი გიორგი ღაჟონია დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგენილია, რომ 2010 წლის 2 ოქტომბერს ოზურგეთის რაიონის სოფელ დვაბზუში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოშობილი ჩხუბის დროს გიორგი ღაჟონიამ ცივი იარაღის გამოყენებით გულმკერდის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა 1982 წელს დაბადებული რამაზ ჩუბინიძეს, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა.
ასევე თავის ზურგისა და ხელის არეში, ჭრილობები მიაყენა, გარდაცვლილის ბიძაშვილს 1990 წელს დაბადებულ ზურაბ ჩუბინიძეს, რის შედეგადაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. გატარებული ოპერატიულ სამძებრო ღონისძიების შედეგად ეჭვმიტანილი დააკავეს შემთხვევიდან მეორე დღეს, სოფელ ნასაკირალში.
გამოძიებას გურიის შ.ს. სამხარეო მთავარი სამმართველო აწარმოებს. გამოძიება მიმდინარეობს საქაეთველოს სსკ-ის 108-ე მუხლით. რაც ითვალისწინებს 7-15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.