ბათუმში 68 წლის ქალი წამებით მოკლეს. 68 წლის სვეტლანა გუჯაბიძე მისმა შვილიშვილმა საკუთარ სახლში, ჯავახიშვილის #6 მოკლული იპოვა, რომელსაც სხეულზე წამების კვალი აღენიშნებოდა.
ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე განზრახ მკვლელობისა და ჯგუფური ყაჩაღობის მუხლით არის აღძრული.
წინასწარი ინფორმაციით, მკვლელობის მიზეზი ფულის გამოძალვა იყო.