დღეს, 6 ოქტომბერს, თბილისის საქალაქო სასამართლო სავაჭრო სავაჭრო ცენტრების _ "კიდობნისა" და "პასაჟის" ინდმეწარმეების ნაწილის მიმართ აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხზე იმსჯელებს. 25 ინდმეწარმეს ბრალი უკვე წაეყენა.
დაკავებულების ახლობლების განცხადებით, ინდმეწარმეები საქონლის გადამზიდავი კომპანიის შპს ~ტრანსის~ დარღვევებთან დაკავშირებით საქმის კურსში არ იყვნენ. კომპანიას ისინი ტვირთის თურქეთიდან საქართველოში ჩამოტანაში თანხას და შესაბამის დოკუმენტაციას აძლევდნენ. საგამოძიებო სამსახური კი ინდმეწარმეებს შპს ~ტრანსთან~ დანაშაულებრივ კავშირში ადანაშაულებს.
სულ დაკავებულია 170-მდე ინდმეწარმე. მათი დაკავება სხვადასხვა ადგილებზე - საბაჟოზე, სახლებში, ~კიდობნის~ მიმდებარე ტერიტორიაზე და საგამოძიებო სამსახურში მოხდა.
ინდმეწარმეების ნაწილი სახლებში დააკავეს, ნაწილი საბაჟოებზე, ნაწილი კი დაკითხვის შემდეგ. წინასწარი ინფორმაციით, მასშტაბური დაპატიმრებები ინდმეწარმეებისა და კომპანია `ტრანს-კარგოს` საქმიანობას უკავშირდება, რომელსაც თურქეთიდან მეწარმეების კუთვნილი ტვირთი გადმოქონდა.
გავრცელებული ინფორმაციით, გადამზიდავ კომპანიაში ყალბდებოდა სასაქონლო დოკუმენტები, რის შედეგადაც ბიუჯეტი მნიშვნელოვნად დაზარალდა.
სპეცოპერაციის შემდეგ მოვაჭრეებმა ვაგზლის მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქცია გამართეს.