ENG / RUS       12+

მსოფლიო ოსვენციმის გათავისუფლებიდან 75 წლისთავს აღნიშნავს | ფოტოგალერეა

27 იანვარს, მსოფლიო საკონცენტრაციო ბანაკ ოსვენციმის (აგრეთვე აუშვიცის ბანაკი) გათავისუფლებიდან 75 წლისთავს აღნიშნავს.

ბანკათა კომპლექსი, რომელიც აერთიანებდა აუშვიც I-ს, აუშვიც II-ს (ბირკენაუ) და აუშვიც-III-ს, 1940-1945 წლებში არსებობდა.

ამ დროის განმავლობაში, სხვადსახვა მონაცემით, განადგურდა 1,1-დან 2 მილიონამდე ადამიანი, მათ შორის ერთი მილიონი ებრაელი, 60 ათასი პოლონელი და 14 ათასამდე საბჭოთა სამხედრო ტყვე.

ოსვენციმი 1945 წლის 27 იანვარს პირველი უკრაინული ფრონტის ჯარისკაცებმა გაათავისუფლეს.

1947 წელს, ბანაკის ტერიტორიაზე შეიქმნა მუზეუმი, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაშია შეტანილი.

2006 წლიდან, გაეროს გადაწყვეტილებით, ოსვენციმის გათავისუფლების თარიღი აღინიშნება, როგორც ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღე.  

ყოფილი ნაცისტური ბანაკის ოსვენციმ-ბირკენაუს შესასვლელი ცნობილი სევდიანი წარწერით "შრომა ათავისუფლებს"

AP

ტყვეების ყოფილი ყაზარმების საკვამლე მილები სიკვდილის ბანაკში

DPA

 სარკინიგზო გზა საკონცენტრაციო ბანაკ ოსვენციმის "სიკდილის კარისკენ" - აუშვიც II ბირკენაუ

DPA

ოსვენციმის გაზის კამერებში დაღუპული ადამიანების კუთვნილი სათვალეები

EPA

ყაზარმები და შენობები ოსვენციმში

Reuters

კრემატორიუმის ერთ-ერთი ღუმელი

Reuters

საკონცენტრაციო ბანაკის საგუშაგო კოშკურა

Reuters

საკონცენტრაციო ბანაკის ტყვეების ფეხსაცმელები

Reuters

ერთ-ერთი ყაზარმის ხის საწოლები

TASS

წარწერა "სდექ!", რომელიც შემონახულია ოსვენციმის ყოფილ საკონცენტრაციო ბანაკში

TASS

ღობე მავთულხლართებით სიკვდილის ბანაკში

TASS