კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული სპეცალური ოპერაციის შედეგად, დააკავეს წარსულში ნასამართლევი დათო მიკიჩაშვილი და ალიოშა მირზაბეგოვი.
ისინი უკანონოდ ინახავდნენ დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლ იარაღს და საბრძოლო მასალას. ასევე, ასაღებდნენ მას ცალკეულ მოქალაქეებზე.
ამოღებულია რამდენიმე ერთეული ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა.
დანაშაული ითვალისწინებს 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.
სისხლის სამრთლის საქმეს იძიებს კოსნტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტი.