16 იანვარის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.8818 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც
დღეს მოქმედებდა, 2.8862 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან
მიმართებაში 0.44 თეთრი შეადგინა.
გამყარდა ევრო, რომლის კურსი 3.2158 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.2138 ლარს შეადგენდა.
შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.20 თეთრი შეადგინა.
გამყარდა თურქული ლირა, რომელიც 0.4902 ლარს შეადგენს, ასევე გამყარდა ფუნტი და 3.7639 ლარი
ეღირება.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 17 იანვარიდან შევა ძალაში.