ვარკეთილში, შუამთის ქუჩაზე, "პოპულის" მაღაზიაში ინციდენტი მოხდა.
გვიან ღამე, ჰოლანდიელმა მამაკაცმა ჯერ მომსახურე პერსონალს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, შემდეგ კი რამდენიმე დახლი დააზიანა.
ჯერჯერობით ფაქტის გამომწვევი ზუსტი მიზეზები უცნობია. გავრცელებული ინფორმაციით, სავარაუდოდ მამაკაცის გაღიზიანება მომსახურე პერსონალის არაკეთილსინდისიერი მომსახურებით იყო გამოწვეული.
ჰოლანდიელი მარსელ მარია ბრანცი 10 წელია შუამთის ქუჩაზე ცხოვრობს და ყვავილების ბიზნესს ეწევა.