ხვალ, 4 ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტში სახალხო დამცველ გიორგი ტუღუშს მოუსმენენ.
იგი ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე წარდგება.
სახალხო დამცველი დეპუტატებს იძულებით გადაადგილებულ პირთა და კონფლიქტის შედეგად დაზარალებულთა უფლებრივ მდგომარეობაზე ანგარიშს გააცნობს, რის შემდეგაც პარლამენტართა შეკითხვებს უპასუხებს.