თბილისში, კოსტავას ქუჩაზე, ტელევიზიასთან ახლოს, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს "მერსედესის" მარკის მსუბუქი ავტომობილი და "ფოლკსვაგენის" მარკის მიკრო ავტობუსი შეეჯახნენ.
შემთხვევის შედეგად, მიკრო ავტობუსში მყოფი 3 ადამიანი დაშავდა. ერთ-ერთ მათგანს ხელი აქვს მოტეხილი. ექიმების განცხადებით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
წიანასწარი ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევა "მერსედესის" მძღოლის დაუდევრობამ გამოიწვია. მიმდინარეობს გამოძიება.