ვფიქრობ, არარეალისტურია კომპრომისის მიღწევა ძალიან მოკლე დროში, - აცხადებს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი კარლ ჰარცელი, თუმცა აღნნიშავს, რომ კომპრომისის გამონახვა აუცილებელია.
"ბოლო შეთავაზება, რომელიც ახლა განიხილება "ქართულ ოცნებაში" არ მინახავს და არ ვიცი დეტალები. მნიშვნელოვანია კომპრომისის გამონახვა. პირველი შეხვედრის შემდეგ რაც ვთქვი, არის ის, რომ დიალოგი ძალიან სასარგებლო იყო და ძალიან პატივსაცემი. მქონდა შეგრძნება, რომ გვქონდა პლატფორმა, სადაც არსებობდა სურვილი ორივე მხარის ჩართულობის, იყო სურვილი კომპრომისის. ვფიქრობ, არარეალისტურია კომპრომისის მიღწევა ძალიან მოკლე დროში. კონტრაქციები ნაწილია არსებული სიტუაციის, ჩემთვის ცხადია, რომ ქუჩაში დაძაბულობა სიტუაციას უფრო ართულებს, გავაგრძელებთ პროცესზე დაკვირვებას“, - განაცხადა კარლ ჰარცელმა.