ჩარგალში ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმი გაძარცვეს. როგორც მუზეუმის დირექტორი ლელა რაზიკაშვილი აცხადებს დილით სამსახურში მისულ თანამშრომლებს მუზეუმის ყველა კარი დაკეტილი გახვდა.
ამ დრომდე უცნობია თუ რა ნივთები წაიღეს ბოროტმოქმედებმა შენობიდან რადგან შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები ჯერ არ მისულან, თანამშრომლები კი კვალის წაშლის თავიდან ასაცილებლად შენობაში შესვლიდან თავს იკავებენ.
დირექტორი ლელა რაზიკაშვილის განცხადებით მუზეუმში სეიფი ინახება სადაც ვაჟა- ფშაველას საოჯახო ვერცხლეულია მოთავსებული. არსებობს ეჭვი, რომ ბოროტმოქმედები სწორედ ამ ვერცხლეულის წასაღებად შევიდნენ სახლ-მუზეუმში.