30 სექტემბერს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეეესტრის ეროვნულ სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკიდან ფერმერთა 15 კაციანი დელეგაცია ეწვია.
ვიზიტის დროს სტუმრები გაეცნენ უძრავი ქონების რეგისტრაციის ქართულ გამოცდილებას, ბიზნესის დაწყების გამარტივებულ პროცედურებს , უძრავი ქონების სფეროში ბოლო დროს განხორციელებულ სხვადასხვა რეფორმება და მიღწევებს.
საჯარო რეესტრის გარდა, ვიზიტის ფარგლებში, დელეგაცია ეწვევა სხვა სამთავრობო უწყებებს: ეკონომიკის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, სამოქალო რეესტრის სააგენტოს და ა.შ. აგრეთვე გათვალისწინებულია მათი სტუმრობა საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში.
ვიზიტი, რომლის მიზანია სამხრეთ აფრიკიდან ინვესტიციების მოზიდვის სტიმულირება, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ეროვნული აგრარული კავშირის ინიციატივითა და დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ხელშეწყობით მიმდინარეობს.
დელეგაცია საქართველოს 6 ოქტომბერს დატოვებს.