გამოვდივარ ინიციატივით, რომ მომდევნო სინოდის სხდომა ჩატარდეს ღია ეთერში, - განაცხადა ჭყონდიდის ყოფილმა მიტროპოლიტმა, პეტრე ცაავამ “მთავარ არხთან”საუბარში. ამის მიზეზად, ცაავამ მღვდელმთავრებისა, სინოდის წევრების მხრიდან ბევრი სიცრუე და ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები დაასახელა.
"ვინაიდან მე ვისმენ მღვდელმთავრების, სინოდის წევრების ბევრ სიცრუეს და ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს, გამოვდივარ ინიციატივით, რომ მომდევნო სინოდის სხდომა ჩატარდეს ღია ეთერში. არის პრეცედენტი. კრეტის კრება ჩატარებულა ღია ეთერში. ე.წ ლაივში გადიოდა მთელი კრება რამდენიმე დღის განმავლობაში. აქედან გამომდინარე, სანამ სინოდის სხდომა არ ჩატარდება ღია ეთერში და კამერები არ დაიდგმევა, "ეკლესიაში ჩაბუდებული ქვაბ-ავაზაკთა" ყოველთვის ეცდებიან საზოგადოების მოტყუებას", - ამბობს მიტროპოლიტი.