სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთა, ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა ილია მეორემ გამოსცა ბრძანება ჭყონდიდის ყოფილი მმართველის გათავისუფლებისა და მისი მონასტერში გამწესების შესახებ.
"31 ოქტომბრის წმინდა სინოდის განჩინებით, მიტროპოლიტი პეტრე (ცაავა) გათავისუფლდა ჭყონდიდის ეპარქიის მმართველობიდან, წმინდა სინოდის წევრობიდან და განმწესდა მონასტერში. მონასტრის ადგილად განესაზღვროს შიომღვიმე", - აღნიშნულია ბრძანებაში.
შეგახსენებთ, გუშინ, 31 ოქტომბერს, საპატრიარქოში გამართულ წმინდა სინოდის სხდომაზე პატრიარქის წარდგინებით, სინოდმა ჭყონდიდელი მიტროპოლიტი მეუფე პეტრე მღვდელმთავრობიდან "განაყენა".
სინოდის სხდომიდან გამოსვლის შემდეგ, მეუფე პეტრემ განაცხადა, პატრიარქმა უსამართლოდ განაყენა მღვდელმთავრობიდან. პატრიარქის გადაწყვეტილების მიზეზად მეუფე პეტრემ საქართველოს ეკლესიაში ჰომოსექსუალიზმის მხილება დაასახელა.
"საქართველოს ეკლესიაში პიდარატიის მხილება, მამათმავლობის მხილებაა", - თქვა მეუფე პეტრემ.
ჟურნალისტების შეკითხვაზე, თუ ვინ ამხილა, მეუფე პეტრემ უპასუხა: "სინოდის თავმჯდომარე, საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი. ერს ჰყავს პიდარასტიის, მამათმავლური ცოდვით შეპყრობილი თავმჯდომარე სინოდის თავმჯდომარე", - თქვა მეუფე პეტრემ.