ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი კენტ ლოგსდონი დღეს ეწვევა თბილისის საქალაქო სასამართლოს, რათა დაესწროს საქალაქო სასამართლოში მიმდინარე ნაფიცი მსაჯულების შერჩევის საცდელ პროცესს.
უახლოეს მომავალში ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსჯადი გახდება თბილისის საქალაქო სასამართლოს იურისდიქციის ფარგლებში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის საქმეები. საქართველოს ახალი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, რომელსაც ნაფიც მსაჯულთა სასამართლო სისტემა შემოაქვს, 2010 წლის 1 ოქტომბერს შედის ძალაში.
ნაფიც მსაჯულთა შერჩევის საცდელ პროცესზე დასასწრებად მოწვეულნი არიან პრესის წარმომადგენლები. ლოგსდონი ჟურნალისტების შეკითხვებსაც უპასუხებს.