კორეის სახალხო დემოკრატიულმა რესპუბლიკამ და სამხრეთ კორეამ უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში სამუშაო ჯგუფების დონეზე პირველი სამხედრო მოლაპარაკებები დაიწყეს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო "АР"-ი სამხრეთ კორეის სამხედრო უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს. აღნიშნული შეხვედრის ჩატარების ინიციატივა კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკას ეკუთვნის. განხილვის მთავარი თემა ყვითელ ზღვაში ორ კორეას შორის არსებული სადავო საზღვარია.
სამხრეთ კორეის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრა პხატმუჯომის მოლაპარაკებათა პუნქტში მიმდინარეობს - ეს არის დემილიტარიზებული ზონა ორ კორეულ სახელმწიფოს შორის.
სეულსა და ფხენიანს შორის უკიდურესად დაძაბული ურთიერთობების ფონზე, რომელიც კიდევ უფრო დამძიმდა ყვითელ ზღვაში 26 მარტს სამხრეთკორეული გემის "ჩხონანის" ჩაძირვის შემდეგ. ჩრდილოეთელებმა სამხრეთელების გასაკვირად შეხვედრა მოითხოვეს, იმისათვის რათა სასაზღვრო დავები განეხილათ.
განსახილველ საკითხთა შორისაა ზომები სამხედრო დაპირისპირების თავიდან აცილებისათვის და კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის მიერ საჰაერო ბურთების გაშვების საკითხი, რომელზეც დამაგრებულ ფურცლებზე ფხენიანის რეჟიმის კრიტიკის შემცველი ტექსტია დაწერილი. კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკას სურს, რომ გამყოფი ხაზი უფრო სამხრეთისკენ იქნეს გადაწეული.
საპასუხოდ სეულმა დააყენა გემ "ჩხონანის" ჩაძირვაზე პასუხისმგებლობის აღების განხილვისა და საზღვაო საზღვარზე დაძაბულობის აღმომფხვრელი ზომების მიღების აუცილებლობის საკითხი. სეული და ვაშინგტონი გემის ჩაძირვაში კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკას ადანაშაულებენ. ოფიციალური ფხენიანი კი თავის მხრივ კატეგორიულად უარყოფს აღნიშნულ ინციდენტში თავის მონაწილეობას და ყოველივეს მოკავშირეთა პროვოკაციას უწოდებს.
შეგახსენებთ, რომ კორეის ნახევარკუნძულზე მდგომარეობა ყვითელ ზღვაში 26 მარტს გემ "ჩხონანის" ჩაძირვის შემდეგ დაიძაბა. სეული და ვაშინგტონი გემის ჩაძირვაში კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკას ადანაშაულებენ.
საინტერესოა ასევე, რომ მხოლოდ ბოლო წლის განმავლობაში ჩრდილოეთ კორეამ თავისი არსენალი 300 ტანკითადა და 2 100 ერთეული სახმელეთო არტილერიით შეავსო. სამხრეთ კორეის მონაცემებით, ჩრდილოეთ კორეას 10 600 საარტილერიო ერთეული და 4 200 ტანკი ჰყავს.
მასალის გამოყენების პირობები