დიდ ბრიტანეთში მილიონობით ფუნტი სტერლინგის საბანკო ანგარიშებიდან მოპარვაში საქართველოს, უკრაინის, ლატვიის, ბელორუსისა და ესტონეთის მოქალაქეები არიან დაკავებული.
დაზუსტებული ინფორმაციით სულ დაკავებულია 20 ადამიანი. ყველა ისინი ყოფილ საბჭოთა ქვეყნებიდან არიან ჩასული დიდ ბრიტანეთში.
დაკავებულები ეჭვმიტანილნი არიან თაღლითობაში, რომლის შედეგადაც დიდი ბრიტანეთის უმსხვილესი ბანკების მეანაბრეების ანგარიშებიდან მოხსნილია მილიონობით ფუნტი სტერლინგი.
ბი-ბი-სი-ს ინფორმაციით დაკავებულები ჰაკერულ ქმედებების შედეგად ფულს ხსნიდნენ ისეთი ბანკების ანგარიშებიდან როგორიცაა HSBC, Royal Bank of Scotland, Barclays და Lloyds TSB.
გამოძიების მიერ მიმდნარე ეტაპზე დადგენილია დაახლოებით 9 მილიონი ფუნტი სტერლინგის ქურდობის ფაქტი, თუმცა გამოძიება მიიჩნევს, რომ მოპარული თანხის მოცულობა ბევრად მეტია.
სკოტლანდ-იარდის წარმომადგენლის განცხადებით, გამოძიების მიმდინარეობის ეტაპებზე სავარაუდოდ თანხის რაოდენობა გაზირდება. ასევე გაკეთდა განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ დაკავებულები დიდ ბრიტანეთში თაღლითობას 2009 წლის 13 ოქტომბრიდან 2010 წლის 28 სექტემბრის ჩათვლით ეწეოდნენ.
ისინი იყენებდნენ კომპიუტერულ ვირუსს, რომლის მეშვეობითაც ხდებოდა ათასობით კომპიუტერის დაზიანება, პაროლების მოპარვა, რაც მათ საშუალებას აძლევდათ ინტერნეტის მეშვეობით შეეღწიათ კერძო საბანკო ანგარიშებამდე და შეუმჩნევლად მოეხსნათ თანხები საბანკო ანგარიშებიდან.
დაკავებულებიდან რვას წაყენებული აქვს ბრალი თაღლითობაში და ფულის გათეთრებაში, ორს მხოლოდ თაღლითობაში და ისინი ამჟამად დაკავებულნი არიან. იმავე საქმეზე დაკავებული 9 ადამიანი გათავისუფლებულია გირაოთი.
კონკრეტდება ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ასევე დაკავებულია ერთი ეჭვმიტანილი საქართველოს მოქალაქე, რომელსაც ბრალი წაყენებული აქვს კანონის პირადობის მოწმობებთან დაკავშირებით. დაკავებულთა ასაკი 23-დან 34 წლამდეე.