აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა განაცხადა, რომ ქურთთა სამხედრო ფორმირებებმა სირიაში უსაფრთხოების ზონა დატოვეს. მისივე თქმით, თურქეთან დიალოგი ჩრდილოეთ სირიაში ცეცხლის სამუდამოდ შეწყვეტის შესახებ გრძელდება.
"დღეს მივიღეთ ქურთთა შენაერთების ხელმძღვანელობისგან ინფორმაცია, რომ ყველა მათი სამხედრო ძალა გამოყვანილია უსაფრთხოების ზონიდან, რომელსაც თურქი სამხედროები აკონტროლებენ. ჩვენი გუნდი აგრძელებს კონსულტაციებს ორივე მხარესთან იმის იმედით, რომ მალე მიღწეული იქნება შეთანხმება ცეცხლის სამუდამოდ შეწყვეტის შესახებ, ეს დისკუსიები მიმდინარეობს", - განაცხადა პენსმა ვაშინგტონში, Heritage Foundation-ში გამოსვლისას.
მან აღნიშნა, რომ არსებობს შესაძლებლობა ხანგრძლივი დაზავების შესახებ.
თურქეთმა ჩრდილო-აღმოსავლეთ სირიაში სამხედრო ოპერაცია "მშვიდობის წყარო" 9 ოქტომბერს დაიწყო. ხელისუფლების განცხადებით მის მიზანს ქურთული ფორმირებების, "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლთა განადგურება და საზღვრის გასწვრივ უსაფრთხოების ზონის შექმნა წარმოადგენს.
თურქეთსა და აშშ-ის შორის 17 ოქტომბერს მიღწეული შეთანხმება 120 საათით საომარი მოქმედების შეწყვეტის შესახებ 22 ოქტომბრის 23 საათზე ამოიწურა.