ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა კრიმინალური დაპირისპირებისა და ურთიერთგარჩევის დროს დააკავეს წარსულში ხულიგნობისთვის ნასამართლევი, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი გიორგი გოგინაშვილი, ირაკლი შუბლაძე, დავით თოფურია, ირაკლი მეგრელიძე და წარსულში ასევე ხულიგნობისთვის ნასამართლევი, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი გიორგი ორჯონიკიძე.
ეჭვმიტანილებს, ირაკლი შუბლაძის გიორგი ორჯონიკიძეს და დავით თოფურიას, შემთხვევის ადგილზე პირადი ჩხრეკის შედეგად აღმოაჩნდათ "მაკაროვის" სისტემის სამი ცალი, საბრძოლო მდგომარეობაში მოყვანილი ცეცხლსასროლი იარაღი, ცხრამეტი ვაზნით.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით