საგარეჯოს სამონადირეო მეურნეობაში, რომელიც ბიზნესმენ გოგი თოფაძეს ეკუთვნის, 3 ჰექტარი ტყე დაიწვა. ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია. გოგი თოფაძის თქმით, ის ამჟამად ექსპერტებთან ერთად შემთხვევის ადგილზე იმყოფება, რის გამოც წარმომადგენლობით სახალხო კრებაზე მისვლა ვერ მოახერხა.
ხანძრის გამომწვევი მიზეზების დასადგენად შს საგარეჯოს რაიონულ სამმართველოში გამოძიება დაიწყო.