სამი შვილის დედას, ნინო ქემაშვილს, დედობის უფლება ჩამოერთვა.
სასამართლო წარმოებაში საქმე მას შემდეგ გადავიდა, როდესაც დედამ შვილს ქვით სცემა.
ჯანდაცვის, განათლებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებმა ამ ფაქტის შესახებ ერთობლივი დოკუმენტი შეიმუშავეს. დოკუმენტი ითვალისწინებს, რომ ქემაშვილს დედობის უფლება ჩამოერთვას.
საბოლოო დასკვნა სასამართლოს გადაეგზავნება და საბოლოო გადაწყვეტილებასაც ის მიიღებს.