2019 წლის სექტემბერში საქართველოში 917 044 საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტი შედგა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 2.8%-ით აღემატება. ამასთან, ტურისტული ვიზიტები გაზრდილია 0.6%-ით და მათმა რაოდენობამ სექტემბერში 539 524 შეადგინა.
არსებული მონაცემებით, 2019 წლის სექტემბერში დაფიქსირებული მონაცემები კვლავ ჩამორჩება იმ პროგნოზებს, რომელიც საქართველოს ტურიზმის სექტორში ბოლო წლებში დაფიქსირებული მაღალი ზრდის დინამიკის ფონზე არსებობდა.
ამასთან, 2019 წლის სექტემბერში რუსეთიდან საერთაშორისო ვიზიტორთა რაოდენობა 20.6%-ით შემცირდა და 147 425 შეადგინა, ხოლო ტურისტული ვიზიტების რაოდენობა შემცირდა 29.9%-ით და 105 572 შეადგინა.
2019 წლის იანვარ-სექტემბრის პერიოდში საქართველოში სულ 7 237 560 საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტი შედგა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდს 6.6%-ით აღემატება.
ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების ვიზიტების ზრდის კუთხით გამოირჩეოდნენ: გერმანია +37.8%, გაერთიანებული სამეფო +28.9%, პოლონეთი +26.8%, საფრანგეთი +25.9%, ნიდერლანდები +25.4% და სხვა.
განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან: უზბეკეთი +130.4%, ყირგიზეთი +84.4%, ყაზახეთი +56.4%, ჩინეთი +48.9%, საუდის არაბეთი +45.6%, ქუვეითი +32.8% და სხვა.