პატიმართა ვადაზე ადრე გათავისუფლების (ე. წ. უდოს) კომისიამ 14 მსჯავრდებულის გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო და უახლოეს საათებში შესაბამისი რეკომენდაციით სასამართლოს მიმართავს. 14 მსჯავრდებულიდან ერთი ქალია.
როგორც კომისიის წევრმა ეკა ხერხეულიძემ აღნიშნა, გადაწყვეტილების მიღებისას პრიორიტეტი იმ მსჯავრდებულებს მიენიჭა, რომელთაც სასჯელაღსრულების დაწესებულებების ხელმძღვანელები დადებითად ახასიათებდნენ და სასჯელის მცირე ნაწილი ჰქონდათ დარჩენილი. მისი განმარტებით, იმ პატიმრებს, ვისი განცხადებაც კომისიამ არ დააკმაყოფილა, 6 თვეში შესაძლებლობა ექნებათ კომისიას ხელმეორედ მიმართონ.
შეგახსენებთ, რომ კომისიამ დღევანდელ სხდომაზე სულ 137 პატიმრის საქმე განიხილა, მათ შორის 2 არასრულწლოვნის და 5 ქალის.