სასჯელაღსრულებისა, პრობაციის და იურიდიულ საკითხთა დახმარების მინისტრი ხათუნა კალმახელიძე ეკა ბესელიას საზოგადოებრივი მოძრაობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს. როგორც სასჯელაღსრულების მინისტრმა დღეს, მთავრობის სხდომიდან გამოსვლის შემდეგ აღნიშნა, "სოლიდარობა უკანონო პატიმრების მიერ გავრცელებული ინფორმაცია რომლის თანახმდაც ქსნის #17 კოლონიაში ზედამხედველებმა პატიმრებს სასტიკად სცემეს, სიმართლეს არ შეესაბამება.
"მსგავს აბსურდულ ბრალდებაზე კომენტარს არ გავაკეთებ", - აღნიშნა სახელმწიფო მინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს მოძრაობის "სოლიდარობა უკანონო პატიმრებს" წევრებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომლის თანახმდაც, 19 აგვისტოს ქსნის #17 კოლონიაში ზედამხედველებმა რამდენიმე პატიმარს სცემეს. ეკა ბესელიას თანაგუნდელების ინფორმაციით, ნაცემთაგან ერთ-ერთის, ირაკლი ცანავას ჯანმრთელობის მდგომარეობა დღემდე მძიმეა - მას ქვედა კიდურები აქვს პარალიზებული