კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერაციის შედეგად, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და გამოძალვის ფაქტზე, დააკავეს აჭარის რეგიონში მოქმედი ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები: კახაბერ ღოღობერიძე და ზაზა ნაგერვაძე.
სამართალდამცავების ინფორმაციით, აღნიშნულმა პირებმა გაიტაცეს მეწარმე გოჩა კახაბერიძე და გამოსასყიდის მიზნით მის ოჯახს სძალავდნენ 200 000 ამერიკულ დოლარს.
დანაშაული ითვალისწინებს 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას. საქმეს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტი იძიებს.