რუსული მედია ჩრდილო კავკასიაში მოქმედი "კავკასიის იმარატის" ერთ-ერთი ლიდერის დაკავების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
"ჩრდილო კავკასიის ფედერალური ოლქის ტერიტორიაზე დაკავებულია ე. წ. კავკასიის იმარატის ერთ-ერთი ლიდერი, რომელიც ინგუშეთის ტერიტორიაზე მოქმედებდა", _ იუწყება რუსული მედია რუსეთის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის ცენტრზე დაყრდნობით.
მათი ინფორმაციით, დაკავებულია ისა ლოხანის ძე ხაშაგულგოვი.
"იგი ეჭვმიტანილია უკანონო შეიარაღებული ფორმირებების ხელმძღვანელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ბრუნვაში. გამოძიების მსვლელობისას ასევე შემოწმდება ინფორმაცია მისი მონაწილეობის შესახებ სხვა და სხვა დანაშაულში", _ იუწყება რუსული მედია.