75 წლის ცოფით დაავადებული ქალის მდგომარეობა უკიდურესად რთულია. როგორც დაავადებათა ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ შოთა ცანავამ ,,ჯი-ეიჩ-ენს" განუცხადა, ცოფით დაავადებული პაციენტის მდგომარეობა უკიდურესად რთული. მისივე თქმით, მდგომარეობის სიმძიმის გამო, შესაძლოა ლეტალური შედეგი დადგეს.
ქალს მეზობლის ძაღლმა 4 თვის წინ უკბინა, თუმცა, მან პროფილაქტიკური აცრები არ ჩაიტარა. ზუსტად ერთი კვირის წინ კი, მას ცოფის დაავადების სიმპტომები-ჰიდრო და აეროფობია დაეწყო.
პაციენტი კასპის რაიონის სოფელ ქვემო გომიდანაა.