სამართალდამცავებმა სსიპ „ი. ლომოურის მიწათმოწყობის ინსტიტუტის" სიღნაღის რაიონის სოფელ ულიანოვკის საცდელი სადგურის დირექტორი ბონდო ბოლღაშვილი დააკავეს. კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, პროკურატურა ბოლღაშვილის კონტროლის პალატის დასკვნის საფუძველზე რამდენიმე მილიონი ლარის გაფლანგვას ედავება.
ბოლღაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე სასამართლოს ჯერ არ უმსჯელია.