იუსტიციის სასწავლო ცენტრში მიმდინარეობს პროკურატურის სტაჟიორთა საბაზისო მომზადების კურსი. კურსზე ჩარიცხულია 22 სტაჟიორი, რომლებიც ღია კონკურსის საფუძველზე 897 კანდიდატიდან შეირჩნენ. აღნიშნულ კურსს სტაჟიორები 5 სექტემბრიდან გადიან, სწავლება 2 ოქტომბრამდე გაგრძელდება.
ტრენინგების მიზანია სტაჟიორთა კვალიფიკაციის ამაღლება. კურსი ძირითადად ორიენტირებულია პრაქტიკულ საქმიანობაზე და იგი შედგება განსხვავებული თემატიკისგან: სისხლის სამართლის ახალი საპროცესო კოდექსი, სამართლებრივი წერა, ადამიანის უფლებები, იმიტირებული სასამართლო პროცესები, ეფექტური კომუნიკაცია და ა.შ.
გადამზადების კურსის წარმატებით გავლის შემდეგ კანდიდატები დაინიშნებიან სტაჟიორებად, ხოლო სტაჟირების წარმატებით გავლის შემთხვევაში დაინიშნებიან პროკურატურის ორგანოებში ვაკანტურ თანამდებობებზე.
სტაჟირების პროგრამა ემსახურება მაღალეფექტური კადრების მოძიებას, გადამზადებასა და საქართველოს პროკურატურის ორგანოების კვალიფიციური კადრებით დაკომპლექტებას.