აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო მაღალმთიან აჭარაში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
სამინისტროს ცნობით, სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტები, გზების დაგება, სანიაღვრეების მოწყობა, ხიდების მშენებლობს ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტებში მიმდინარეობს.
ხულოს მუნიციპალიტეტი
30 მეტრი სიგრძის ხიდის მშენებლობა მიმდინარეობს. პროექტი ითვალისწინებს:
1800 კბ.მ გაბიონი ხიდის მიმდებარედ
202 მეტრი გზის სავალი ნაწილი
225 მეტრი სიგრძის სანიაღვრე არხი
დამცავი ზღუდარი.
ინფრასტრუქტურული პროექტი მიმდინარე წლის აგვისტოში დასრულდება.
შუახევის მუნიციპალიტეტი
შუახევი-ჩირუხის მიმართულებით 3 532 მეტრი სიგრძის ასფალტ-ბეტონის გზის საფარის მოწყობის ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს.
პროექტი ითვალისწინებს:
190 მეტრი საყრდენი კედელი
2825 მეტრი დამცავი ზღუდარი
1972 მეტრი სანიაღვრე არხი
ინფრასტრუქტურული პროექტი მიმდინარე წლის აგვისტოში დასრულდება.
შუახევის მუნიციპალიტეტში, მიმდინარე წელს, 13 კმ სიგრძის გზის მონაკვეთზე ასფალტ-ბეტონის მოწყობის ინფრასტრუქტურული სამუშაოები 5 მიმართულებით ხორციელდება.
პროექტების ფარგლებში 17 კმ. გზაზე ბეტონის საფარი მოეწყობა, აშენდება 2 ახალი ხიდი, რეაბილიტაცია ჩაუტარდება 1 არსებულ ხიდს, მოეწყობა 42 ხელოვნური ნაგებობა.
სამუშაოებში დაახლოებით 12,4 მილიონი ლარია გათვალისწინებული.