25 ივლისს, 11:00 საათზე, ბანკ „კრედოს" ოფისში (მის.: რ. თაბუკაშვილის ქ. #27) რეგიონული ფოლკლორული ფესტივალის „ფუძეობისადმი" მიძღვნილი პრესკონფერენცია გაიმართება. პრესკონფერენციას გაუძღვებიან განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს კულტურის დეპარტამენტის უფროსი ნანა დოლიძე, პროექტ ,,ფუძეობის" ხელმძღვანელი ქრისტინე კობახიძე და ბანკ ,,კრედოს'' წარმომადგენელი მეგი გურგენიძე.
„ფუძეობა" რეგიონული ფოლკლორული ფესტივალია, რომლის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოს რეგიონულ განვითარებას, ქართული ეთნოგრაფიული მემკვიდრეობის აღდგენას, შენარჩუნებასა და პოპულარიზაციას.