სტამბოლში იყიდება ნაყინი, რომლიც 1 კგ 2.5 ათასი ლირა ღირს. აღნიშნული ნაყინი ტურისტებში დიდი პოპულარულობით სარგებლობს და მასზე დიდი მოთხოვნაა.
ნაყინის მაღალი ფასი მისი ინგრედიენტებით არის გამოწვეული. როგორც თურქული მედია წერს, ნაყინის დამზადებისთვის გამოიყენება: ცხვრის რძე. ანზერული თაფლი და ზაფრანა.
დახლზე ერთი ბურთულა ნაყინის ღირებულება 100 ლირას შეადგენს და ტურისტების უმეტესობა ამ ფასს, ნაყინის შემადგენლობიდან გამომდინარე, ხელსაყრელად მიიჩნევს.
როგორც ირკვევა, 1 კგ ანზერული თაფლის ღირებულება 355 დოლარს შეადგენს და ის ანატოლიის მხარეში ყველაზე ძვირადღირებულ თაფლადაა მიჩნეული.
სტამბოლში ნაყინს მეწარმე ერხან ოსმანოიღლუ აწარმოებს და მეწარმის განმარტებით, ის საკუთარი ბიზნესის გაფართოებას გეგმავს და მალე ძვირადღირებული ნაყინი იზმირსა და ანკარაშიც გაიყიდება.