დღეს, 22 ივლისს, სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლამ რელიგიური უმცირესობების სასულიერო პირებისთვის სასწავლო პროცესი დაიწყო მარნეულში. მიმდინარე წლის 23 ივლისს, იგეგმება სასწავლო პროცესის დაწყება საგარეჯოში. სკოლასა და რელიგიის სახელმწიფო სააგენტოს შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, სასწავლო ჯგუფები მარნეულის, დმანისისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტებში დაკომპლექტდა. სახელმწიფო ენას პროექტის 48 ბენეფიციარი შეისწავლის. სასწავლო პროცესი გაგრძელდება 3 თვე.
მემორანდუმის მიზანია რელიგიურ უმცირესობებში სახელმწიფო ენის პოპულარიზაცია და სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობა, თანამშრომლობა საგანმანათლებლო და პროფესიულ საკითხებში, მხარეთა მიერ ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება.
მარნეულში, პირველ ეტაპზე გადამზადდება 28 სასულიერი პირი, ხოლო დმანისსა და საგარეჯოში 10-10 სასულიერი პირი. სახელმწიფო ენის სწავლების პირველ საჩვენებელ გაკვეთილს დაესწრნენ ჟვანიას სკოლის დირექტორი ქ-ნი ქეთევან ჯაყელი და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ბ-ნი გიორგი უკლება.