ხვალ, 24 სექტემბერს, 11:00 საათზე, იუსტიციის სასწავლო ცენტრში პროკურატურის სტაჟიორთა საბაზისო მომზადების კურსი ჩატარდება. 897 კანდიდატიდან ღია კონკურსის საფუძველზე შერჩეული 22 სტაჟიორი, აღნიშნული კურსის საშუალებით აიმაღლებს კვალიფიკაციას.
კურსი ძირითადად ორიენტირებულია პრაქტიკულ ტრენინგებზე და შედგება განსხვავებული თემატიკისაგან, მათ შორის სისხლის სამართლის ახალი საპროცესო კოდექსი, სამართლებრივი წერა, ადამიანის უფლებები, იმიტირებული სასამართლო პროცესები, ეფექტური კომუნიკაცია და ა.შ.
გადამზადების კურსის წარმატებით გავლის შემდეგ კანდიდატები დაინიშნებიან სტაჟიორებად, ხოლო, სტაჟირების წარმატებით გავლის შემთხვევაში კი - დაინიშნებიან პროკურატურის ორგანოებში ვაკანტურ თანამდებობებზე.