ვაკე-საბურთალოს გზაზე მომხდარი ავარიის შედეგად ერთი ადამიანი მძიმედ დაშავდა.
ინციდენტი თამარაშვილის ქუჩაზე მოხდა. ოპელის მარკის ავტომანქანა მოტოციკლეტს დაეჯახა.
მოტოციკლის მძღოლი, 36 წლის რამაზ ბეჟაშვილი, სასწრაფო დახმარების მანქანით რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ექიმების განცხადებით, მისი მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.