აღმაშენებლის # 83-ში დაღუპული 33 წლის თამუნა ჩანგლაძის მეუღლე შემთხვევის ადგილიდან სამართალდამცავებმა წაიყვანეს. აღნიშნულის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში კომენტარს არ აკეთებენ.
გამოძიება ხანძრის გაჩენის ერთ-ერთ ვერსიად დანაშაულის დაფარვის მცდელობასაც განიხილავს. არის ეჭვები, რომ 33 წლის თამუნა ჩანტლაძე და 17 წლის ინგა თუშიშივილი მოკლულები არიან.
აღსანიშნავია, რომ ჩანგლაძის მეუღლე სამართალდამცველებმა მას შემდეგ წაიყვანეს, რაც კორპუსის ახლოს ერთ-ერთი ტოტალიზატორის ვიდეოკამერის ჩანაწერი გაშიფრეს.
მეხანძრეებსა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებს გამოძახების დროს სახლის კარი გარედან ჩაკეტილი დახვდათ. ვრცელდება ინფორმაცია, რომ აბაზანაში სისხლის კვალია აღმოჩენილი.
მეზობლების განცხადებით, ხანძრის გაჩენამდე მათ ხმაური, მსხვრევისა და აფეთქების ხმა გაიგონეს.